გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გენ გეჩ

გეჩე

ხალხში გამოუსვლელი, სოფლელი, ტეტია. „– თუ ღმერთი გწამს, ბალანი არ ამიშალო!.. მეც ვითომ ერთი გეჩე ვინმე ვიყო... ორი სროკი გამითავებია, ციხეში არ მოვხვედრილვარ. სხვის „პახმელიაზე“ ვმჯდარვარ, არ ჩამიგდია“ (ოთარ ჩხეიძე). ამ სიტყვის ეტიმოლოგია ასეთია: ბატონი ოთარ ჩხეიძის განმარტებით, 40-50-იან წლებში იმ ავტომანქანებს, რომლებიც რაიონებს (სოფლებს) ეკუთვნოდა, ნომრის წინ უძღოდა რუსული ასოები (გე-ჩე), რაც შემდეგ ჟარგონში სოფლელი, ხალხში გამოუსვლელი ადამიანის აღმნიშვნელ სიტყვად იქცა. ახლა აღარ იხმარება.
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9