უკულტურო, უვიცი და ამავე დროს პრეტენზიული ადამიანი. „და ძალიანზე ძალიან აღსდექ და მოაკეტინე: დამპლებს, დარტყმულებს, გორსალებს, ფარჩაკებსა და კრეტინებს“ (ვახტანგ ჯავახაძე); „გორსალას ახასიათებს ერთი მხრივ, ამპარტავნება, ქედმაღლობა და მეგალომანია, ხოლო მეორე მხრივ, მონური ქედის მოხრა და ქვემეთრეობა, სულერთია, რის ან ვის წინაშე“ (თამაზ ჩხენკელი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.