იცის, ესმის. „აზრზე ხარ, ბიჭო, მაინც რამოდენა უნდა ყოფილიყო ის ნეხვი, ამხელა ვაჟკაცი რომ წააქცია, ჰა!“ (თემურ ჯღარკავა). ამ სიტყვის ჟარგონულობა განსაკუთრებით საგრძნობია მაშინ, როდესაც წინ ნათესაობითბრუნვიანი სიტყვა უძღვის: „ერთ ანსამბლს ვერ იპოვიდი, მუსიკის აზრზე ყოფილიყო“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.); „უთხარი, ბენია ყველაფრის აზრზე არის-თქო“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.