გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გრა გრე გრი გრუ

გრუზინული

იყენებენ ირონიული მნიშვნელობით, როცა ქართული ხასიათის ან ცხოვრების წესის უარყოფით მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას.
ქართული. „ალბათ თქვენც იცით ასეთი „ბიზნესის“ კეთების მაგალითები. მე ვისაც ვიცნობ, თითქმის 90% ასეთი გზითაა გაუბედურებული. ამას ვეძახი მე და სხვებიც „გრუზინულ ბიზნესს“ (ინტერნტი); „ჩავსხედით მანქანაში მეგობრები და წავედით ტრაპიზონში. (...) თავი თბილისში მეგონა. ჯერ ერთი, ყოველ ხუთ წუთში ნაცნობი მხვდებოდა და თან ძალიან ბევრი ქართველი, თავისი „გრუზინული“ მოძრაობის წესებით და ა.შ.“ (ინტერნეტი); „გზაში გაიფიქრა: იქნებ, ეგეც ჩვეულებრივი, ბანძი თბილისელი ტიპშაა და უნდა, რო მაგარი ვეძერსკო, როჟები დაუკერო და იმენნა გრუზინული შეუყვანო?!“ (ლაშა ბუღაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9