და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დაე დავ დაზ დათ დაი დაკ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაქ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დაამუღამა

„დამუღამება“ და „ჩამუღამდა“.
ძირფესვიანად შეისწავლა; გემო გაუგო; საგნისა თუ მოვლენის არსს (საიდუმლოს) ჩასწვდა. „მუღამი“ ი. გრიშაშვილის „ქალაქურ ლექსიკონში ასეა ახსნილი: „გამოცანა, საიდუმლოება“. „მე იმ გოლფის ვერაფერი დავამუღამე“ (აკა მორჩილაძე). როცა უარყოფითი ნაწილაკი „ვერ“ დაერთვის, ასეთ მნიშვნელობას ღებულობს: არ მესმის, ვერ ვხვდები. „კაროჩე სუ მეჯვარე ვიყავი ჩვენ უბანში, ნათლულები მიყვარს და უვლი, ვერ ვამუღამეფ, ნათლულს რო არ უვლიან“ (აკა მორჩილაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9