(ეთნ.) საქორწინო ცერემონიალის ერთ-ერთი აუცილებელი და არასასურველი მომენტის აღმნიშვნელი გამოთქმა: „როცა რაიმეთი უკმაყოფილო, დედოფლის „დატოვებით“ გულნაკლული მაყრები წასვლისას თოფების სროლას ატეხენ, მასპინძლები იტყვიან, – „თოფი გადაგვაწვა მაყარმაო“ – და ეს მასპინძელთა სირცხვილია. შეიძლება, იფიქრონ, არასაკადრისი მასპინძლობა გაუწიეს სტუმრებსო.
- „წასლიხან იციან, დედოფლის მაყრები, თუ რამეზე გული ეტკინათ, თოფს ისრიან. იტყვიან, თოფი გადაგვაწვა მაყარმაო. ეწყინებათ, მარა რა უნდა ქნა?...“
Source: ხატოვანი სიტყვა-თქმანი აჭარულში/ნანული ნოღაიდელი, ელზა ფუტკარაძე; რედაქტორი შუშანა ფუტკარაძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი. ბათუმი : ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022.