მთაში, ზაფხულის სიცხის შემდეგ, თუ წამოწვიმდა და, ასევე, უცბად გამოიდარა, ცა საოცრად მოისარკება, ჰაერი შემსუბუქდება, ბალახი გამოცოცხლდება. საცხოვრებლების – იაილების – ირგვლივ და იალაღებზე სისუფთავე და სიმყუდროვე დაისადგურებს. ამაზე იტყვიან, – ცოტა ნამი იყო და ის ეყო – იაილამ პირი დაიბანა (გლ.)
შემოკლებათა განმარტება
Source: ხატოვანი სიტყვა-თქმანი აჭარულში/ნანული ნოღაიდელი, ელზა ფუტკარაძე; რედაქტორი შუშანა ფუტკარაძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი. ბათუმი : ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022.