(
ეთნ.) დედოფლის სახლში ქორწილის დასრულებისას, როცა სიძის დადე გამოვა გარეთ, დედოფლის ერთ-ერთი ახლობელი კარებს ჩაკეტავს. ეს იმას ნიშნავს, რომ მაყრებმა უნდა მოითხოვონ დედოფლის გათავისუფლება. სიძის ხნიერმა, საპატიო ახლობელმა, კარის ჩამკეტ პიროვნებას საჩუქარი უნდა გაუგზავნოს, მაგ., 100-300 ან მეტი მანეთი. ამის შემდეგ კარს გააღებენ და დედოფალს გაუშვებენ (ჯ. ნოღ.)
შემოკლებათა განმარტება
Source: ხატოვანი სიტყვა-თქმანი აჭარულში/ნანული ნოღაიდელი, ელზა ფუტკარაძე; რედაქტორი შუშანა ფუტკარაძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი. ბათუმი : ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022.