(
ეთნ.) საქორწინო რიტუალი. ნეფის სახლში მოყვანილ დედოფალს გადაჯვარედინებულ ხმლებში გაატარებენ, რომ დედოფალს ახალ ოჯახში ავი სულები, ეშმაკები არ შეჰყვეს, რომ დედოფალი ყოველგვარი ბოროტებისაგან იქნას დაცული. როგორც კი შეაბიჯებს დედოფალი კარებში მარჯვენა ფეხს, ხმლებს ჩამოიღებენ და კარის თავს დაჩეხავენ. ხალხის წარმოდგენით, რაც უფრო მეტად დაიჩეხება კარის თავი, მით უფრო ნაკლები ბოროტება შეჰყვება პატარძალს ოჯახში (ჯ. ნოღ.)
შემოკლებათა განმარტება
Source: ხატოვანი სიტყვა-თქმანი აჭარულში/ნანული ნოღაიდელი, ელზა ფუტკარაძე; რედაქტორი შუშანა ფუტკარაძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი. ბათუმი : ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022.