ბ( ბა ბდ ბე ბზ ბი ბლ ბო ბრ ბუ ბღ
ბრა ბრე ბრი ბრძ

ბრალის გამოსყიდვა

(ეთნ.) დანაშაულის, ჩადენილი ცოდვის გამოსყიდვა; პატიება. თუ ოჯახს შვილები უკვდება, ფიქრობენ, რომ ოჯახის რომელიმე წევრს, შეიძლება, წარსულში, მძიმე ცოდვა აქვს ჩადენილი და ყველაფერი ამ დანაშაულის შედეგია. ეს ცოდვა რომ მოიცილოს ოჯახმა, ბრალი უნდა გამოისყიდოს: მსხვერპლი შესწიროს, საკლავი უნდა დაკლას. (ჯ. ნოღაიდელი, პირადი არქივი)
 
„როყვას გვარს ბავშვები უკვდებოდა. შვილმა დაკლა ცხვარი. გაატყავეს, შეახვიეს თეთრ ქსოვილში, გაუკეთეს ჭურჭელი და დამარხეს. თუ წინაპრებს ჰქონდათ ბრალი, თუ ხატზე დაიფიცეს და სიმართლე არ თქვეს, საჭირო იყო ამ ბრალის გამოსყიდვა“
Source: ხატოვანი სიტყვა-თქმანი აჭარულში/ნანული ნოღაიდელი, ელზა ფუტკარაძე; რედაქტორი შუშანა ფუტკარაძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი. ბათუმი : ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9