სიტყვა სიტყვის მშობელი, გამჩენია. მაკინარი „მაკე“ სიტყვიდან ნაწარმოები ლექსიკური ერთეულია. მაკე მუცლადღებული, ფეხძიმეა. „ნუგეშის-მცემელ ექმნეს მაკეთა მათ დამძიმებულთა“ (აბულ.), მაკნება დამაკებას აღნიშნავს. ე.ი. მაკინარია ის, ვინაც უნდა შობოს. სიტყვა სიტყვის მაკინარი ანუ მშობელია
Source: ხატოვანი სიტყვა-თქმანი აჭარულში/ნანული ნოღაიდელი, ელზა ფუტკარაძე; რედაქტორი შუშანა ფუტკარაძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი. ბათუმი : ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022.