სა სე სი სო სუ სხ
სულ სურ სუფ

სუფრის დაკავება

(ეთნ.) სუფრის დაჭერა, სუფრასთან დიდი ხნით ყოფნა. სუფრასთან მსხდომი დედოფლის მაყრები დიდი უფლებებით სარგებლობდნენ. შეეძლოთ, ახალი, ძნელად მოსამზადებელი, ან ძნელადსაშოვი კერძი, ან სხვა რამ მოეთხოვათ. სანამ მოთხოვნას არ შეასრულებდნენ, მაყრები სუფრიდან არ ადგებოდნენ. ამ წესს „სუფრის დაკავებას“ ეძახდნენ. სუფრა კი, რამდენიმე იდგა. მოწვეული სტუმრები რიგრიგობით უნდა დამსხდარიყვნენ სუფრასთან. ჩვეულებრივ, ერთ რომელიმე სუფრას „იკავებდნენ“
Source: ხატოვანი სიტყვა-თქმანი აჭარულში/ნანული ნოღაიდელი, ელზა ფუტკარაძე; რედაქტორი შუშანა ფუტკარაძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი. ბათუმი : ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9