ფა ფე ფთ ფი ფუ ფხ
ფარ ფაშ ფაჩ

ფაჩხის კლდესავით იძახი

აფრთხილებ. ფაჩხის ეკლესია მომხდურებმა დააქციეს, ჯვარგამოსახული ლოდები დააგორეს, რათა გადაკარგულიყო და აქაურებს დაევიწყებინათ. ერთ-ერთი ლოდი ჯვრიანი მხრით მიწაზე იყო დაგდებული. ქალებმა ეს არ იცოდნენ და ლოდზე სარეცხს რეცხდნენ. ერთხელ შემოესმათ, – წადით, თორემ მთა დაგორდებაო, მაგრამ არ დაიჯერეს. მალე ისევ გაისმა ხმა. ქალები წავიდნენ. ერთი მაინც არ წავიდა, მთა მართლა მოსკდა და ისიც ჩაიყოლა. აქედან მოდის გამოთქმაც, – რას იძახი ფაჩხის კლდესავითო (ი. ბექირიშვილი, აჭარის ისტორია გვარსახელებში, ბათუმი, 1996. გვ. 66)
Source: ხატოვანი სიტყვა-თქმანი აჭარულში/ნანული ნოღაიდელი, ელზა ფუტკარაძე; რედაქტორი შუშანა ფუტკარაძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი. ბათუმი : ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9