(
ეთნ.) ახალი წლის მეორე დღეს შესასრულებელი რიტუალი: ორ იანვარს ოჯახის ერთ-ერთი წევრი ქალი საკენკით ხელში მიდიოდა საქათმესთან, გააღებდა საქათმის კარს, ქათმებს საკენკს დაუყრიდა და დაილოცებოდა: ასი დედალ, ასი მამალ, ასი მისი მოჩხოროზი (ნამრავლი, ნაშიერი). ზეით მია ნეფერები, ქვეით დადიანებიო, ღმერთო, ამას გეხვეწებით, შორს ნუ დაიარებითო. ტყეში – სურო, ზღვაში – ქვიშა... ღმერთო, იმდენი ამრავლეო... იმ დღეს მფერხავი სახლიდან ვერ წავიდოდა, ქათმები შორს წასვლას მიეჩვევიანო; არც სკამს გამოიცვლიდა – ქათამი სხვის საბუდარში ჩაჯდებაო... (ჯ. ნოღ.)
შემოკლებათა განმარტება