ძალიან კარგად იცის, დახელოვნებულია. აჭარაში ბავშვი რომ დაიბადებოდა, ამყვანი, ბებიაქალი, ბავშვს ჭიპს მიაჭრიდა: თუ გოგო დაიბადებოდა, – ხერტალზე (თითისტარი), ან სხვა საოჯახო ნივთზე, – ეს საქმე ეყვარებაო; თუ ბიჭი გაჩნდებოდა, – რომელიმე სამეურნეო იარაღზე და ა.შ. ეს გამოთქმაც სწორედ ამ ჩვეულებიდან მოდის“. (სახოკია, ჭიპი აქ მომიჭრია – აქ დავბადებულვარ ბევრი რამ მინახავს)
- „აჲ, ერიცახე ბაღანაჲ ისე კარქათ ქსოვს, გეგონება ჭიპი აქ ზეთ მიჭრილიო“
Source: ხატოვანი სიტყვა-თქმანი აჭარულში/ნანული ნოღაიდელი, ელზა ფუტკარაძე; რედაქტორი შუშანა ფუტკარაძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი. ბათუმი : ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022.