პა პე პი პრ პუ პწ
პწყ

პწყილის დაყვერვა

(ეთნ.) რწყილის დაყვერვა. ხულოს რაიონში იციან „პწყილის დაყვერვა“. რწყილმა რომ არ იმრავლოს, მარტის პირველ დღეს ერთი ადამიანი ადის სახლის ჭერში. ხელში ცოცხი უჭირავს. მეორე ოთახში რჩება და შესძახებს პირველს! მანდ რას იჯებიო? ჭერში მყოფი უპასუხებს: – ია და ვარდსაო. ამას სამჯერ გაიმეორებენ. როცა ძირში მყოფი მეოთხეჯერ შეეკითხება, – მანდ რას იჯებიო, მაშინ ჭერში მყოფი გადმოსძახებს: – პწყილს ვყვერავო. ამასთან ერთად, ცოცხით გვისჭერს და თან გაიძახის: მარტი, მარტმეტი, ჩემს სახში პწყილი არც ერთი, ღელიებში – სახვეტი!“
Source: ხატოვანი სიტყვა-თქმანი აჭარულში/ნანული ნოღაიდელი, ელზა ფუტკარაძე; რედაქტორი შუშანა ფუტკარაძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი. ბათუმი : ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9