(ეთნ.) დავლი-დაფი, დასაკრავი, დასარტყმელი ინსტრუმენტი. ქორწილში ძველად აუცილებლად მიჰყავდათ დავლსა და ზურნაზე დამკვრელები. ქორწილის დასრულებისას დავლზე დამკვრელი მოიხსნიდა მხარზე გადაკიდებულ დავლს, დადებდა და განაცხადებდა, – „დავლაზე ქამარი გამიწყდაო“. ეს ნიშნავდა, რომ ქორწილი დასასრულს უახლოვდებოდა და მექორწილეებს დამკვრელებისათვის ფული უნდა მიეცათ, გადაეხადათ
Source: ხატოვანი სიტყვა-თქმანი აჭარულში/ნანული ნოღაიდელი, ელზა ფუტკარაძე; რედაქტორი შუშანა ფუტკარაძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი. ბათუმი : ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022.