სიმართლე თქვი. მჭადი, ისე, როგორც პური, ადამიანის აუცილებელი საზრდოა. ისინი სათაყვანო, კულტის საგნად იქცნენ ადრიდანვე. ახლაც, პურის ან მჭადის ნატეხი თუ ძირს დავარდა, მშრომელი კაცი მას აიღებს, მტვერს გააცლის, ეამბორება და მაღალ ადგილზე შემოდებს... იმდენად ძლიერია მშრომელ ადამიანში პურისა და მჭადისადმი პატივისცემის გრძნობა, რომ ადამიანი, რომელიც საუბრისას ამ გამოთქმას გამოიყენებს, უტყუარ სიმართლესაც იტყვის. ეს ფრაზა ყველა ფიცზე უფრო მტკიცე და წმინდაა სიმართლის გამოსახატად
- „იგი მეტყოდა... მეც ცუდს ვკადრებდი რაცხას. დეიფიცე მერე, რომ მართალი ხარ, დეიკავე ჭადი ხელში!“
Source: ხატოვანი სიტყვა-თქმანი აჭარულში/ნანული ნოღაიდელი, ელზა ფუტკარაძე; რედაქტორი შუშანა ფუტკარაძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი. ბათუმი : ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022.