ანტიკური ო. თამაშების დასაწყისად მიღებულია ძვ, წ. 776 წელი. თამაშების დაწყებასთან დაკავშირებით არსებობს მრავალი ლეგენდა, მაგრამ ყველაზე უფრო ლოგიკურს საბერძნეთის მოქიშპე პოლისებს შორის გაუთავებელი სისხლისღვრის შეწყვეტასთან დაკავშირებული ლეგენდა წარმოადგენს. ომებისაგან გაწამებულმა ხალხმა თხოვნა-ვედრებით მიმართა ზევსს, ეღონა რაიმე ძმათა სისხლისღვრის შესაწყვეტად. ზევსმაც აღარ დააყოვნა და ბერძენ ხალსს ომის ასპარეხი მშვიდობის სპორტული გაჯიბრების „არენით“ შეუცვალა ო.თამაშების დაწყებამდე და ჩატარების პერიოდში ცხადდებოდა „საღვთო ზავის“ თვე – ,,„ეკეხერია“. საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე წყდებოდა იარაღის ჟღარუნი. პირველი ო.თამაშების პროგრამაში შედიოდა შეჯიბრების მხოლოდ ერთი სახეობა – სტადიოდრომი რბენა 192 მ.27 სმ. (ბერძენი ლეგენდარული გმირის ჰერაკლეს მიერ ძმებთან ძალოვნების დასადგენად სირბილში გაჯიბრებისათვის სწორ ადგიზე გადახომილი 300 ტერფი. აღნიშნულ მანძილს ეწოდა – სტადიოდრომი, აქედან მივიღეთ სიტყვა – სტადიონი). სტადიოდრომი თამაშების პროგრამის ერთადერთ სახეობად ითვლებოდა მე-14 ოლიმპიადამდე, შემდეგ კი დაემატა შეჯიბრებები პენტატლონში (ხუთჭიდი), კრივში, პანკრატიონში (კრივისა და ჭიდაობის სინთეზი), ეტლებით რბოლაში და ა.შ., 37-ე თამაშებიდან პროგრამაში შვვიდა ჭაბუკთა შეჯიბრებებიც. ო.თამაშების პროგრამის გაფართოებამ საშეჯიბრო დღეებისა და მსაჯთა რაოდენობის გაზრდაც გამოიწვია. თუ პირველ თამაშებს მსაჯობდა 2 მსაჯი, თამაშების ბოლო პერიოდში მათი რიცხვი Iზ-მდე გაიხარდა. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ სტადიონის მომზადებას, ოლიმპიელთა ვინაობის დადგენას, მსაჯობის მკაცრი რეჟიმის გატარებას, გამარჯვებულთა ინფორმირებასა და დაჯილდოებას. ქალები ო.თამაშებში მონაწილეობას არ ღებულობდნენ. ო.თამაშეშში გამარჯვებული ოლიმპიონიკი (ჰიერონიკი) ჯილდოვდებოდა ზეთისხილის (რომელიც თხრდებოდა ალთისის წმინდა ტყეში) ტოტებისაგან დაწნული დიდების გვირგვინითა და პალმის ტოტით. ამავე დროს მსაჯები ხმამაღლა გამოთქვამდნენ მის გვარს, სახელს, მამის სახელსა და სადაურობას. ეძლეოდათ ფასიანი საჩუქრები და განსაკუთრებული პრივილეგიები. იმართებოდა ოფიციალური დარბასობანი, ბერძნული პოეზია და პროზა არ იშურებდა ქებათაქებას, არც მუსიკა რჩებოდა ვალში. ოლიმპიონიკების სახეებს ძერწავდნენ სახელგანთქმული ანტიკური მოქანდაკეებიც. არაჩვეულებრივი ოსტატობითაა შესრულებული პოლიკლეტეს „ყმაწვილის ტანი“ და ,,დორიფორე“ („შუბოსანი“). ლისიპეს „აპოქსიომენი“', მშვენიერი ჭაბუკი, ულამასესი შიშველი ტანით, უშიშარი და უძლეველი მოკრივე, ფიდიასის ოლიმპიონიკი „მხედრები“, მირონის „ბადროს მტყორცნელი'. კრესილაის „გამარჯვებული ათლეტი“ და სხვ. ო.თ.მთავრდებოდა ხელოვნების კონ კურსებით (,,ისტორიის მამად“ წოდებულმა ჰეროდოტემ V ს. ძვ.წ,გაიმარჯვა ზელოვნების ოლიმპიურ კონკურსში. მან წაიკითხა ბრწყინვალე ლექციები გმირებზე ზევსის ტაძარში და ჯილდოდ ო.ოქროს მედალი მიიღო) და გრანდიოზული ნადიმით, რომლის ორგანიზატორები რიგრიგობით იყვნენ თამაშების მონაწილე პოლისების წარმომადგენლები. ღიდი ხნის მანძილზე ო.თამაშებში მხოლოდ ბერძნები მონაწილეობდნენ, ხოლო 146 წ. ძვ.წ. რომის მიერ საბერძნეთის დაპყრობის შემდგომ, ეს წმიდათაწმიდა ტრადიცია დარღვეულ იქნა.
თანამედროვე ო.თამაშებში საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობა საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდში 1952 წ. ჰელსინკის მე-15 ო.თამაშებით დაიწყო და დასრულდა 1992წ. ბარსელონის 25-ე ო.თამაშებით. 1996 წ. ივლისში ქ.ატლანტაში (აშშ) 26-ე ზაფხულის ო.თამაშებში საქართველოს 36 სპორტსმენმა 15 სახეობაში, პირველად მიიღო მონაწილეობა როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის წარგზავნილებმა. 7. საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონები და პრიხიორები (1952-1992). ო.ოქროს მედლის მფლობელნი: 1. დავით ციმაკურიძე– თავისუფალი ჭიდაობა, ჰელსინკი (1952) .· რაფაელ ჩიმიშკიანი – ძალოსნობა, ჰელსინკი (1952) - მზია: ჯუღელი – ტანვარჯიში, ჰელსინკი (1952) · გივი კარტოზია – კლასიკური ჭიდაობა, მელბურნი (1956) „ მირიან ცალქსლამანიძე – თავისუფალი ჭიდაობა, რომი (1960) . რობერტ შავლაყაძე – მძლეოსნობა, რომი (1960) .· ავთანდილ ქორიძე– კლასიკური ჭიდაობა, რომი (1960) 8. ნუგზარ ასათიანი – ფარიკაობა, ტოკიო (1964) 9. ვაჟს კაჭარავა – ფრენბურთი, ტოკიო (1964) 10. ვიქტორ სანეევი– მძლეოსნობა, მეხიკო (1968) 11. რომან რურუა– კლასიკური ჭიდაობა, მეხიკო (1968) L2. კიქტორ სანეევი– მძლეოსნობა, მიუნჰენი (1972) 13. ლევან თედიაშვილი– თავისუფალი ჭიდაობა, მიუნჰენი (1972) L4. შოთა ჩოჩიშვილი – ძიუდო, მიუნჰენი (1972). 15.. ზურაბ საკანდელიძე– კალათბურთი, მიუნჰენი (1972) 16. მიხეილ ქორქია – კალათბურთი, მიუნჰენი (1972) 17. ვიქტორ კრატასიუკი – ნიჩბოსნობა, მიუნჰენი (1972) 18. ვიქტორ სანეევი– მძლეოსნობა, მონრეალი (1976) 19. ლევან თედიაშვილი– თავისუფალი ჭიდაობა, მონრეალი (1976) 20. ალექსანდრე ანპილოგოვი – ხელბურთი, მონრეალი (1976)21. ქეთევან ლოსაბერიძე– მშვილდოსნობა, მოსკოვი (1980) 22. შოთა ხაბარელი – ძიუდო, მოსკოვი (1980) 23. კახჭტანგ პლაგიძე– კლასიკური ჭიდაობა, მოსკოვი (1980) 24, ნინო სალუქვაძე– ტყვიის სროლა, სეული (1988) 25. დავით გობეჯიშვილი– თავისუფალი ჭიდაობა, სეული (1988) 26. ვლადიმერ გოგოლიძე – სპორტული ტანვარჯიში, სეული (1988) 27. ვლადიმერ აფციაური – ფარიკაობა, სეული (1988) 28. გელა კეტაშვილი– ფეხბურთი, სეული (1988) 29. კახი კახიაშვილი – ძალოსნობა, ბარსელონა (1992) 30. ლერი ხაბელოვი– თავისუფალი ჭიდაობა, ბარსელონა (1992) 31. დავით ხახალეიშვილი– ძიუდო, ბარსელონა (1992) ო.ვერცხლის მედლის მფლობელნი: 1. ოთარ ქორქია – კალათბურთი, ჰელსინკი (1952) 2. ნოდარ ჯორჯიკია – კალათბურთი, ჰელსინკი (1952) 3. ლევან სანაძე– მძლეოსნობა, ჰელსინკი (1952) 4. გურამ მინაშვილი – კალათბურთი, რომი (1960) 5. ვლადიშერ უგრეხელიძე– კალათბურთი, რომი (1960) 6. გიორგი სხირტლაძე – თავისუფალი ჭიდაობა, რომი (1960) 7. გივი ჩიქვანაია – წყალბურთი, რომი (1960) 8. ლერი გოგოლაძე – წყალბურთი, რომი (1960) 9. გურამ საღარაძე– თავისუფალი ჭიდაობა, ტოკიო (1964) 10. რომან რურუა – კლასიკური ჭიდაობა, ტოკიო (1964) 11. შოთა ქველიაშვილი– ტყვიის სროლა, ტოკიო (1964) 12. ლევან მოსეშვილი –კალათბურთი, ტოკიო (1964) 13. დიტო შანიძე– ძალოსნობა, მეხიკო (1968) 14. შოთა ლომიძე– თავისუფალი ჭიდაობა, მეხიკო (1968) 15. დიტო შანიძე – ძალოსნობა, მიუნჰენი (1972) 16. რამაზ ხარშილაძე– ძიუდო, მონრეალი (1976) 17. ვიქტორ სანეევი– მძლეოსნობა, მოსკოვი (1980) 18. საიდა გუნბა– მძლეოსნობა, მოსკოვი (1980) L9. თემურ ხუბულური– ძიუდო, მოსკოვი (1980) 20. ალექსანდრე ანპილოგოვი – ხელბურთი, მოსკოვი (1980) 21. ნინო სალუქვაძე – ტყვიის სროლა, სეული (1988) 31. გიორგი თენაძე – ძიუდო, სეული (1988) 32. ვახტანგ იაგორაშვილი– თანამედროვე ხუთჭიდი, სეული (1988) 33. მიხეილ გიორგაძე– წყალბურთი, სეული (1988) 34, მაია აზარაშვილი – მძლეოსნობა, სეული (1988) 35. დავით გობეჯიშვილი – თავისუფალი ჭიდაობა, ბარსელონა (1992) 36. გოგი კოღუაშვილი– ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ბარსელონა (1992) 37. ხათუნა ქვრივიშვილი – მშვილდოსნობა, ბარსელონა (1992) 38. ლელა მესსი– ჩოგბურთი, ბარსელონა (1992) 39. რამაზ ფალიანი– კრივი, ბარსელონა (1992) 40. სოსო ლიპარტელიანი– პიუდო, ატლანტა (1996) 41. ელდარ კურტანიძე– თავისუფალი ჭიდაობა, ატლანტა (1996) 1952 წ-დან 1996 წ-მდე საქართველოს სპორტსმენებმა მოიპოვეს ოქროს– 31, ვერცხლის – 23, ბრინჯაოს – 41 მედალი (23-ე ო.თამაშები 1984 წ. გამოტოვებულ იქნა, ვინაიდან საბჭოეთის „ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა“ აშშ-ს ლოს- ანჯელესის ო.თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა). 95 ო. მედლის მოპოვება, ალბათ, ჩვენი სპორტსმენებისათვის გმირობის ტოლფასად უნდა ჩაითვალოს. ოლიმპი ური თეთრი ალამი თეთრ ქსოვილზე ხუთი ერთმანეთზე გადაჭდობილი ნაირფერი რგოლის გამოსახულება, რომელიც განასახიერებს ხუთი კონტი- ნენტის სპორტული ახალგაზრდობის ერთიანობას. ლურჯი ფერი მიჩნეულია ევროპის სიმბოლოდ, ყვითელი – აზიის, შავი – აფრიკის, მწვანე – ავსტრალიისა და წითელი ამერიკის (ფერების შერჩევის დროს გათვალისწინებულია კონტინენტხე ოლიმპიურ მოძრაობაში გაერთიანებული ქვეყნების სახელმწიფო დროშების ფერების უპირატესობა). ო.თ.ა. პირველად აფრიალდა 1914 წ.პარიზსში ო. ასპარეზობის აღდგენის მე-20 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997