ოლ ოპ ორ ოს ოფ
ოლი

ოლიმპიური კომიტეტი

  1. საერთაშორისო ოლიმპიური კომტიტეტი –სოკ-ი. 1894 წ. პარიზში 12 ქვეყნის წარმომადგენელთა სპორტის საერთაშორისო კონგრესზე ჩამოყალიბებულ და დამტკიცებულ იქნა მსოფლიო ო. მოძრაობის მართვის ცენტრი (სოკი), რომელიც თავის მოღვაწეობას ეროვნული ო. კომიტეტების მეშვეობით აზორციელებს. სოკ-ის პირველ პრეხიდენტად არჩეულ იქნა ბერძენი პოეტი და საზოგადო მოღვაწე დემეტრიუს ვიკელას (1894-1 896). შემდგომ 1896-1925 წ-მდე სოკ-ის პრეზიდენტი ფრანგი პროფესორი, პედაგოგი, ისტორიკოსი, ლიტერატორი, სპორტსმენი, ო. მოძრაობის სულისჩამდგმელი და ინიციატორი ბარონი პიერ დე კუბერტენი გახლდათ.
  2. თანამედროვე ო. მოძრაობის ცენტრს წარმოადგენს შვეიცარიის ქ. ლოხანა. სოკ-ის შტაბბინა ჟენევის ტბის ნაპირზე მდებარე ციხე-დარბაზ შატო დე ვიდში იმყოფება. 1986 წ. 12 ოქტომბრიდან მას მიემატა ახალი კორპუსი. სოკ-ის შტაბბინის ძველი ციხე-დარბაზი პრეზიდენტსა და სამდივნოს უკავია,.ახალ შენობაში კი აღმინისტრაციის სხვა თანამშრომლები მოღვაწეობენ. საპატიო სტუმრების მისაღებად სოკ-ს გააჩნია ლამაზი ნაგებობა „ოლიმპიკ ვილა“ და სხვ.
  3. მსოფლიო ო. მოძრაობის ცენტრის (სოკ-ის) წევრებს ირჩევენ სოკ-ის სესიაზე (მათ უფლება აქვთ გადადგომისა, მაგრამ მათი შეცვლა დაუშვებელია). ქვეყნის შიგნით ოლიმპიური მოძრაობის ერთადერთ ორგანოდ ითვლება ეროვნული ო. კომიტეტი, რომლის იურისდიქცია სახელმწიფოში უნდა სცნოს და აღიაროს მხოლოდ სოკ-მა (ამის შემდეგ უფლება ეძლევა სპორტსმენს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ო. თამაშებში). სოკ-ი ვალდებულია თვალყური ადევნოს ო. თამაშების ჩატარების რეგულარობას, განსასღვროს შეჯიბრების პროგრამა, მონაწილეთა შემადგენლობა (საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან და სახელმწიფოების სპორტულ ორგანიზაციებთან ერთად). სოკ–ის სესიებს შორის (ტარდება წელიწადში ერთხელ) მუშაობას ახორციელებსაღმასრულებელი კომისია. ფაქტობრივად იგი აწარმოებს როგორც სესიას, ისე ყოველდღიურ საქმიანობა-მოღვაწეობას. 1980 წ-დანსოკ-ის პრეზიდენტია ცნობილი დიპლომატი, მრეწველი, საერთშორისო სპორტული და ო. მოშრაობის სახელოვანი მოღვაწე ხუან ანტონიო სამარანჩი (ესპანეთიდან. 1920).
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9