ოლ ოპ ორ ოს ოფ
ოლი

ოლიმპიური ფიცი

  1. ო. თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიალზე ოლიმპიელთა მხრიდან სპორტული პაექრობის ყველა წესის სრული დაცვის და მსაჯთა მიერ მკაცრი და ობიექტური მსაჯობის პირნათლად შესრულების (წინასწარ) ფიცის მეშვეობით დადასტურება.
  2. ანტიკური ო. თამაშების დროს, ბერძენთა მთავარი ღვთაების ზევსის ტაძრის წინაშე სპორტსმენები ფიცს დებდნენ, რომ პატიოსნად დაიცავდნენ სპორტული ბრძოლის ყველა წესს (მსაჯების ფიცი ო. თამაშების აღორძინების შემდგომ დაფიქსირდა). მსაჯები ო. თამაშების დაწყებამდე ყოველგვარი დანდობის გარეშე აძევებდნენ ყველა იმ მონაწილეს, ვისაც რაიმე სასჯელი ჰქონდა მიღებული ქურდობისა და თაღლითობისათვის.
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9