ო. თამაშების ტრადიციული ატრიბუტი (1936). ოლიმპიაში მზის სხივებით ანთებული ცეცხლის მიტანა (ესტაფეტის მეშვეობით ოლიმპიიდან – ოლიმპიურ ქალაქამდე) ო. თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიალზე. ცეცხლის ასანთებად ო. სტადიონზე მაღლივ ადგილზე მომზადებულია სპეციალური თასი, რომელშიც ცეცხლი გიზგიზებს 16 დღის განმავლობაში. ცეცხლის ჩაქრობა უკავშირდება ო. თამაშების სახეიმო დახურვას.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997