ლახტი მედიცინაში: რეხინის ან ქსოვილის ლენტი. სპორტული ტრავმის შედეგად სხეულის კიდურებზე დიღი არტერიების დაზიანების შემთხვევაში დროებით სისხლის დენის შეწყვეტის საშუალება (ჟგუტის დადება). შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცხვირსახოცი, პირსახოციდა ა.შ. ჟგუტის დადება ხდება დაზიანებული ადგილის ზემოთ. წინასწარ ჟგუტის დადების ადგილას საჭიროა რბილი ქსოვილის შემოხვევა და შემდეგ ჟგუტის დადება. ტრავმირებულის სამედიცინო პუნქტში მიყვანამდე აუცილებელია სიცივეში ყოველი ნახევარი საათისა და სითბოში ერთი საათის შემდეგ უგუტის ოდნავ შესუსტება. ჟგუტის დადება ორ საათამდეა გათვალისწინებული. დაყოვნება საშიშროებას უქმნის ტრავმირებულს.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.