რა რბ რგ რე რი რო
რაგ რაი რაკ რალ რან რაპ რაუ რაც

რაგბი

  1. E.
    გუნდური სპორტული თამაში ოვალური ბურთით (ბურთის წონა 425გ-მდე. სიგრძე 28-29 სმ. თამაში წარმოებს სწორკუთხა მოედანზე. ზომით 95-100 მ.X 65-68 მ. თამაშში მონაწილეობს ორი გუნდი 15-15 სპორტსმენის შემადგენლობით. თამაშის დრო 80 წთ. (40-40 წთ.), შესვენება 10 წთ. თითოეული გუნდი იბრძვის ბურთის ხელით ან ფეხით გადაწოდების საშუალებით იგი შეიტანოს მეტოქის კარში ან ჩასათვლელ მოედანზე. აუცილებელია ბურთის დამიწება. შეიძლება ბურთის ფეხითაც გატანა. იგი ჩაითვლება მაშინ, როდესაც ბურთი გადაკვეთს კარების განივი ღერძის ზედა ნაწილს. დადგენილია ქულების გამოთვლის სპეციალურისისტემა.
  2. თანამედროვე რ.არსებობას იწყებს 1823 წ-დან. 1871 წ. შეიქმნა ინგლისის „რაგბი-ფეხბურთის“ პირველი კავშირი. 1934 წ-დან ფუნქციონირებს რაგბის საერთაშორისო ფედერაცია (ფირა).
  3. საქართველოში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ქუთაისისა და თბილისის რაგბის გუნდებმა.
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9