შუა საუკუნეების დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ფეოდალურისაზოგადოების სამხედრო-ფიზიკური აღზრდის ს. სათანადო სამხედრო-ფიხიკური წვრთნის შემდგომ, 21 წლის ჭაბუკს საზეიმო ვითარებაში იღებდნენ რაინდთა რიგებში. რაინდისათვის საგალდებულო იყო დახელოვნება შვიდ სარაინდო ,,სიქველეში“: ცხენოსნობა, მშვილდოსნობა, ფარიკაობა, ცურვა, ნადირობა, ჭადრაკის თამაში და ლექსების თხზვა. რაინდთა მრავალფეროვან ასპარეზობათა შორის გამოირჩეოდა – ტურნირები. ცეცხლსასროლი იარაღის მასიურმა გამოყენებამ საბრძოლო პრესტიჟი დაუკარგა რაინდული ალხრდის სისტემას. რ. ა. სისტემამ შეწყვიტა არსებობა.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.