რბენა, სირბილი. მალემსრბოლი. ,,სრბოლა რბენაა“' (საბა). სირბილი ფისიკური აღზრდის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ბუნებრივ საშუალებად ითვლება. რბენის შესახებ ადრეულ წერილობით ცნობას ჰომეროსის პოემები ,,ილიადა“ და „ოდისეა“ იძლევა, სადაც აღწერილია შეჯიბრება სირბილში. აქვე აქილევსი დახასიათებულია, როგორც ,ფეხმარდი''. სირბილის განსაკუთრებულებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ანტიკური ოლიმპიური თამაშები დაიწყო სირბილით ერთ სტადიონზე, რომელმაც გასტანა როგორც თამაშების პროგრამის ერთადერთმა სახეობამ მე-14 ო. თამაშობამდე. შემდგომ კი ემატება რბენის ნაირსახეობა: დიაულოსი (სირბილი 2 სტადიონზე), დოლიხოდრომი (7-დან 24 სტადიამდე), სირბილი სამხედრო აღჭურვილობით, ჰეროლდების (მაუწყებელი), ჩირაღდნებით (პრომეთეს პატივსაცემად), მებუკეთა და სხვ.