რა რბ რგ რე რი რო
რეა რეგ რევ რეზ რეი რეკ რემ რეპ რეჟ რეფ

რეკორდი

  1. E.
    სპორტულ პაექრობაში დამყარებული უმაღლესი შედეგი (მძლეოსნობაში, ძალოსნობაში, ცურვაში და სხვ.).
  2. რეკორდების აღრიცხვა და დამტკიცება წარმოებს მსოფლიო, ოლიმპიური, რეგიონული, ეროვნული და ტერიტორიული მასშტაბით. მსოფლიორ. მტკიცდება შესაბამისი საერთაშორისო სპორტული ფედერაციების მიერ იმ პირობით, თუ დაცული იქნება მაღალი რანგის სპორტული პაექრობის ყველა მოთხოვნა საერთაშორისო სტანდარტების დონეზე (სპორტული ნაგებობა, შეჯიბრების არბიტრთა კვალიფიკაცია და პირობები, ყველა წესის უხენაესობა, საჭირო დოკუმენტაციის სრულისისუსტე და სხვ.). ოლიმპიურ რეკორდს (ო. თამაშებზე დამყარებულ უმაღლეს შედეგს) ამტკიცებს საერთაშორისო ო. კომიტეტი. რეგიონული რ. მტკიცდება კონტინენტის შესაბამისი სპორტული ფედერაციებისა და მართვის კავშირების მიერ. ეროვნულ რეკორდს ამტკიცებს ცალკეული სახელმწიფოების სპორტული ფედერაციები და მართვის ორგანოები. ტერიტორიული რეკორდის ფიქსირებას აწარმოებს სპორტის ადგილობრივი ორგანოები. რეკორდების რეგისტრაცია წარმოებს წლების მიხედვით შედეგის, ვინაობის, რეკორდის დამყარების ადგილის ჩვენებით (ქალებისა და მამაკაცების აღრიცხვა წარმოებს ცალკ;ცალკე).
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9