სა სდ სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ
სინ სის სიჩ

სინქრონული ცურვა

  1. სპორტის ერთ-ერთი ულამაზესი სახეობა. დღეისათვის მხოლოდ გოგონები მონაწილეობენ. წყლის ზედაპირზე და სიღრმეში ცურვით მარტივი და რთული ფიგურების გრაციოზული შესრულება მუსიკის რიტმთან შეფარდებით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სინქრონულობასთან ერთად სურათხატული ფიგურების ესთეტიკურ შესრულებას.
  2. ს. ც. როგარც სპორტის სახეობა აშშ ჩამოყალიბდა, შემდეგ დამკვიდრდა საფრანგეთსა და ჰოლანდიაში (ეს მოხდა 1945 წლის შემდგომ პერიოდში). დღეისათვის ს.ც. კულტივირებულია 60-ზე მეტ ქვეყანაში. I956 წ. შეიქმნას. ცურვის საერთაშორისო კომისია და სპორტის ახალმა სახეობამ მიიღო აღიარება. 1971წ-დან დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება. 1980 წ. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყევეტილება ს. ცურვის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეტანის თაობაზე. ს. ცურვისათვის აუზის ზომების მინიმუმია 12 X 6 მ. სიღრმე 2 მ. ფსკერი აუცილებლად უნდა ჩანდეს.
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9