ფიზიკური ვარჯიში და თამაშები. მიზანი – ორგანიზმის ფიზიკური აღზრდა-განვითარება. ჯანმრთელობის განმტკიცება-გაკაჟება, სპორტულ ასპარეზობებში მაღალი შედეგების დემონსტრირება. ს. მიჩნეულია ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთ ძირითად ქმედით საშუალებად.
სპორტს საფუძველი ჩაეყარა სახოგადოების განვითარების ადრეულ საფეხურზე. თავიდან ეს იყო ფიზიკური ვარჯიში, თამაშები, სპორტული ხასიათის ორთაბრძოლა, შეჯიბრი შუბების, ქვების ტყორცნაში, წინაღობებზე გადახტომა, სირბილი და ყველაფერი ის, რაც ადამიანის საარსებოდ იყო საჭირო და აუცილებელი.
ს. კაცობრიობის უძვირფასესი მონაპოვარია. იგი ადამიანის ფიზიკურ და სულიერ შესაძლებლობათა გამოცდას წარმოადგენს. ს. ადამიანის გონებრივი და ფიზიკური შრომის პოტენციურობის, ეთიკური და ესთეტიკური აღზრდის უშრეტი წყაროა.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997