სა სდ სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ
სპა სპი სპო სპრ სპუ

სპორტის სასახლე

  1. დახურული არქიტექტურულინაგებობა სპორტული შეჯიბრებებისა და სხვა სანახაობით-კულტურულ ღონისძიებათა ჩასატარებლად.
  2. თბილისის სპორტის სასახლის გუმბათლვანი გადახურვა კონსტრუქციის უნიკალურობაზე მეტყველებს. თბილისის ს.ს. იტევს 10500 მაყურებელს. მთავარი არენის ზომებია 44 X 27,4 მ. გააჩნია 2 სათადარიგო სპორტული დარბაზი, სადაც საქართველოს ნაკრები გუნდები: კალათბურთში, ხელბურთში, ჭიდაობაში (ყველა სახეობა) და სხვ. გადიან სპორტულ წვრთნას: ეწყობა როგორც ეროვნული, აგრეთვე საერთაშორისო შეჯიბრებები.
  3. თბილისის ს.ს. აშენდა 1961 წ . არქიტექტორები: ვ. ალექსი-მესხიშვილი, ი. კასრაძე; კონსტრუქტორი – დ. ქაჯაია.
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9