ქა ქი ქნ ქუ
ქამ ქარ

ქართული ეროვნული სპორტის სახეობები და თამაშები

  1. ჭიდაობის სახეობები – ქართული ჭიდაობა (იხ.ქ.ჭ.) ლიბურგიელი (სვანური ჭიდაობა, სიტყვის ფუძეა „ბრგე“ – ძლიერი, ბრგე ვაჟკაცების შერკინება),– ლიბუნძგვალ (სვანური მასობრივი, გუნდური ჭიდაობა); – „მოშ და მოშ“ (მკლავ და მკლავ, ფეხს არ ხმარობენ). ხევსურული ჭიდაობის მეორე სახეობაა – ,,მუქასრისა“ ხელის ჩავლებით (კარგად იყენებენ „,ხრინკას“ – სარმას), „ღოჯური ჭიდაობა" – რაჭული ვარიანტი (ფანდები ღოჯური ჩაჭიდებით – ორივე ხელის მჭიდროდ შემორტყმით იწყება). საქართველოში ძველთაგანვე არსებობდა ფიზიკური აღზრდისა და სრულყოფის მდიდარი ტრადიციები, რაზედაც მეტყველებენ ისტორიულ-ლიტერატურული წყაროები. ფიზიკური აღზრდის ეროვნული სისტემები უზრუნველყოფდნენ თაობათა ფიზიკურ და ზნეობრივ წრთობას; ლაშქრული ძლიერებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების და ფიზიკური თვისებების განვითარებას. ხალხური ფიზიკური წრთობის ნიმუშებია.
     
    ცხენოსნური სახეობები: – დოღი (ცხენთა რბოლის ყველა სახეობები: რბოლა დაღარულ მთიან ადგილებში შეუკაზმავი ცხენით)– თარჩია (ცხენოსნური სპორტული თამაში, მანდილით), – ისინდი(გუნდური თამაშობა ცხენოსნობაში ბლაგვი შუბების გამოყენებით), – მარულა(რბოლა გრძელ მანძილებზე. მონაწილეობენ ყმაწვილები არაუმეტეს 15 წლისა), – მთიდან დაშვება (რთული სახეობა, მთიდან შეუკაზმავი ცხენით დაშვება 5-6 კმ. მანძილზე შემდეგ ბარში ან ჰიპოდრომზე ჯირითის გაგრძელება ფინიშამდე). – მკერდაობა (შეჯიბრი ორ ცხენოსანს შორის შეჯახებით, ვინ ვის დაახევინებს). – ყაბახი (ცხენოსნური სპორტის სახეობა, მშვილდ-ისრით მიზანში ტყორცნით მაღალი ბოძიდან სამიზნე თასის ჩამოგდება), – ცხენბურთი (ჩოგნებით ცხენოსანთა ბურთის თამაში).
  2. ცალკეული სახეობები: ბურთაობა (მრავალფეროვან თამაშობათა შორის ერთ-ერთი უძველესი სახეობა), – ლახტაობა, – ლელო. მოკლე თხილამურები (საქართველოს მთიანეთში: ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში, მთიულეთ-გუდამაყარში, ზემო სვანეთში – ლაჭარხალარს, ზემო და მთის რაჭაში – უხსოვარ დროიდან კულტივირებული სახეობაა. იგი ითვლება დაღარულ ადგილებში გადაადგილებისა და მთიდან დაშვების საშუალებად), – მშვილდოსნობა (საქართველოში ადრეული პერიოდიდანვე პოპულარული იყო მშვილდოსნობაში წვრთნა და ასპარეზობა),– ორჭიდი ჩოგურთი და ნადირობა ქმნიდა ე.წ. „ქართულ ორჭიდს“, რომელიც მებრძოლ მხედრებს ამზადებდა – პროფ. ავთანდილ ციბაძე), – ფარიკაობა (დღეისათვისაც შემორჩენილია ხევსურეთში ორი სახით: „ფარიკაობა“ და ,„ჭრა-ჭრილობა“),– ჭოკით ხტომა სიგრძეზე (წინააღმდეგობათა გადალახვის საშუალება),– ხტომა სიგრძეზე (საზომად გაშლილი ნაბადი ითვლებოდა).
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9