სპორტსმენის მიერ ასპარეზობაზე მაღალი, სტაბილური სპორტული შედეგების ჩვენება. ოპტიმალური სპორტული წერთნის შედეგად სპორტსმენის პროფესიული მომზადების საუკეთესო მდგომარეობა (იგულისხმება სპორტსმენის ტექნიკური და ტაქტიკური, ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური, საერთო ფიზიკური და სპეციალური მომზადების ჰარმონიულობა).
სპორტული ფორმის მაჩვენებელია: მოზღვავებული ჯანმრთელობის გრძნობა, საშეჯიბრო განწყობა, შრომის უნარის მაღალი დონე, ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის მომატება, ოპტიმალური წონის სტაბილურობა, აღდგენითი პროცესების სისწრაფე, გულის მუშაობის რიტმის ბრადიკარდია (დაქვეითება), კარგი მადა, ნორმალური ძილი და სხე.
ს. ფორმის ხანგრძლივობა დაკავშირებულია სპორტის სახეობის სპეციფიკასთან. ს. ფორმის გახანგრძლიეება მოითხოვს ს. წვრთნის ახალ „ფორმულას“.
ს. ფორმას თან ახლავს სამი ფახის თანამიმდევრული ცვლა: ს. ფორმის მიღწევა. ს. ფორმის სტაბილურობა და ს. ფორმიდან გამოსვლა (თანდათანობით).
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997