იაპონური ეროვნული ჭიდაობის პოპულარულისახეობა (მძიმე წონის მოჭიდავეთა შორის). ძირითადად იმარჯვებს ის, ვინც უფრო მძიმეა და მაღალი. შერკინება წარმოებს მიწაზე ან სპეციალურ ფიცარნაგზე შემოხახული წრის შიგნით. მიზანი – მეტოქის იძულებითი გაძევება წრიდან სხვადასხვა ხერხების (გდების, შეპყრობის, ხელისკერის, გრეხვისა და სხვ.) საშუალებით: შერკინება ხანმოკლეა და იშვიათად აღწევს ერთ წუთზე მეტს. ამ ჭიდაობის ტექნიკა მოითვლის 150-მდე ილეთს.ს. 400 წელზე მეტი ასაკისაა.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997