ტა ტე ტი ტრ ტუ
ტაი ტალ ტან ტაქ

ტანაჯორი

  1. ბზრიალა, ჩიკორი.
  2. ქართული ხალხური თამში „ტანაჯორი“, რომელიც თავისი შინაარსით ბალახის ჰოკეის მოგგაგონებს. თამაში გუნდურია. შემადგენლობა განისახღვრება წინასწარ. მოთამაშენი შეიარაღებულნი არიან ხის კეტებით (კეტის ბოლო მოკაუჭებულია – ყვანჭისებურია). ქვის ბურთი ოვალური ფორმისაა. კარების მაგიერ მოედანზე ორმოებია გაკეთებული 15-20 სმ. დიამეტრის ზომის, ორმოებს შორის მანძილი 20-30 მეტრია (ორმოს დიამეტრისა და მოედნის ზომების შეცვლა დასაშვებია, მხოლოდ თამაშის დაწყებამდე). თითოეული გუნდი ცდილობს რაც შეიძლება მეტი რაოდენობით ჩააგდოს მეტოქის ორმოში „ტანაჯორი“. აღნიშნული თამაშის მოძრაობათა სიტუაციები, უშუალოდ მარჯვე მკლავთან, კეტით ,„,ტანაჯორი '' გატყორცნასა და შემოტყორცნასთანაა დაკავშირებული.
     
    შედარებისათვის მოვიყვანოთ ტარიელის ხატაელებთან ბრძოლის ამსახველი ნაწყვეტი „ვეფხისტყაოსნიდან“: „კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი; კაცი ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი“.
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9