ტანვარჯიშთან დაკავშირებული, ტანვარჯიშისათვის განკუთვნილი.
- ტანვარჯიშული ილეთი. ტანვარჯიშული კედელი.
- ტანმოვარჯიშე – სპორტსმენი, რომელიც ტანვარჯიშს მისდევს. სსრ კავშირში პირველი დიდი ასპარეზობა (პროფკავშირების სპარტაკიადა) ჩატარდა 1928 წ, სადაც ყურადღება დაიმსახურეს ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა. მას შემდეგ ქართველ სპორტსმენებს არაერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოუჰოვებიათ საკავშირო თუ სხვა მაღალი რანგის სარბიელზე. ძველი და მომდევნო თაობების ტანმოვარჯიშეებმა: გიორგი რცხილაძემ გიორგი ბაბილოძემ, ალექსანდრე ჯორჯაძემ, ნიკოლოხ თაყაიშვილმა, რაისა ზაალიშვილმა, ჯუღელმა, გალინა შარაბიძემ, სერგო ჯაიანმა, ალექსანდრა ჯანუყაშვილმა, რუსუდან სიხარულიძემ, ნინა დრონოვამ, მიხეილ ბოგუსმა, პაატა შამუგიამ, ვლადიმერ გოგოლაძემ და სხვ. არაერთხელ ასახელეს თავიანთი სამშობლო.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997