ფიზიკური აღზრდის საშუალება. მოგზაურობა ამა თუ იმ მხარის გაცნობისა და დასვენების მიზნით; სპორტის სახეობა – ჯგუფური მოგზაურობა, ლაშქრობა ფეხით, ველოსიპედით, თხილამურებით და სხვ. ტურისტი – პირი, რომელიც ტურიზმს მისდევს. ტ. ითვლება აქტიური დასვენების, გამოწრთობისა და ჰარმონიული ფიზიკური აღზრდის ორიგინალურ საშუალებად.,
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997