საფეხბურთო ასოციაციების ევროპის კავშირი. ჩამოყალიბდა 1954 წ. მიზანი – ევროპის მასშტაბით შეჯიბრებათა ორგანიზაციისა და ევროპის ქვეყნების ფეხბურთის ეროვნული ასოციაციების მუშაობის კოორდინირება. უეფას უმაღლესი ორგანოა – კონგრესი, რომლის მოწვევა 2 წელიწადში ერთხელ ხდება. უეფას მუდმივ საქმიანობას ახორციელებს ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტი. კომიტეტის სხდომა იმართება წელიწადში ერთხელ. უეფას ოფიციალური ენებია: ინგლისური, გერმანული და ფრანგული.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997