XX ს. დასაწყისში შავი ზღვისპირეთის ქალაქებში ფოთში, ბათუმსა და სოხუმში უცხოური გემების მეხლვაურთა მეოხებით დაინერგა ფეხბურთის თამაში. გაჩნდა პირველი გუნდები – 1905-1906 წწ. 1912წ. თბილისში ჩატარღა პირველი ოფიციალური შეჯიბრება. 1925 წ. გაიმართა პირველი გასვლითი საერთაშორისო მატჩი ტრაპიზონში. ბათუმის სახანძრო საზოგადოების გუნდი შეხვდა თურქეთის ადგილობრივ ფეხბურთელებს. პირველი შეხვედრა მოიგეს ბათუმელებმა (7:L), მეორე თურქებმა (2:11). თბილისის ,,დინამო“, რომელიც საბჭოეთის ფეხბურ- თის უმაღლეს ლიგაში 1936 წ-იდან მონაწილეობდა, ორჯერ იყო ქვეყნის ჩემპიონი (1964-1978) და „ირჯერ თასის მფლობელი (1976-1979). დინამოელები: დავით ყიფიანი (1977), რამაზ შენგელია (1978-1981) და ალექსანდრე ჩივაძე (1980) სსრკ საუკეთესო ფეხბურთედებად აღიარეს, საქართველოს ფეხბურთელებმა არაერთგზის მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებებს სხვადასხვა რანგის მასშტაბურ შეჯიბრებებში, როგორიც იყო: „,ოქროს თაგთავის“, „იმედის თასის“, „სიჭაბუკის თასის“, „ტყავის ბურთის”. ჭაბუკთა საკავშირო ჩემპიონატის, სპეციალისებული საფეხბურთო სკოლების საკავშირო შეჯიბრების და სხვ, სპორტულ ღონისძიებებში. წინა წლებში საქართველოს ფეხბურთელებს საერთაშორისო სარბიელზე გასე- ლის ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდათ. საქართველოს ფეხბურთის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს თბილისის „,დინამოს“ მიერ ევროპის ქვეყნების თასის მფლობელთა თასის მოპოვება. 1981 წ. 13 მაისს დიუსელდორფში (გერმანია) „რაინშტადიონზე“ თბილისის დინამოელებმა ფინალურ მატჩში ანგარიშით 2:1 დაამარცხეს გერმანიის მაღალი რანგის ფეხბურთელთა გუნდი იენის „კარლ ცაისი“. გუნდს ხელმძღვანელობდა უფროსი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი. ფინალურ მატჩში მონაწილეობდნენ: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხისანიშვილი, თავაძე, დარასელია (გადამწყვეტი გოლის ავტორი), სვანაძე (კაკილაშვილი 67), სულაქველიძე, გუცაევი (რომელმაც გაიტანა პირველი გოლი ღა გაათანაბრა ანგარიში), ყიფიანი, შენგელია. ფინალური თამაშის რეპორტაჟს გადასცემდა ფეხბურთის დიდი ქომაგი და მცოდნე კოტე მახარაძე. დინამოელთა ბრწყინვალე გამარჯვება მათ წინამორბედთა – ანდრო ჟორდანიას, ბორის პაიჭაძის, შოთა შავგულიძის, მიხეილ ბერძენიშვილის, ალექსანდრე დოროხოვის, გაიოზ ჯეჯელავას, ვიქტორ პანიუკოვის, არჩილ კიკნაძის, სერგო შუდრას, გრიგოლ გაგუას, მიხეილ მინაევის, ბორის ფროლოვის, გიორგი ანთაძის, ავთანდილ ღოღობერიძის, ვლადიმერ მარღანიას, ანდრო ზახროევის, ავთანდილ ჭკუასელის, ვლადიმერ ელოშვილის, შოთა იმნაძის, გივი ჩოხელის, ნიახ ძიაშპას, ზაურ კალოევის, შოთა იამანიძის, გივი ჩონგი.ს, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, სერგო კოტრიკაძის, ვლადიმერ ბარქაიას, ილია დათუნაშვილის, გივი ნოდიას, რევაზ ძოძუაშვილის, მურთაზ ხურცილავას, მანუჩარ მაჩაიძისა და სხვათა დამსახურებადაც უნდა ჩაითვალოს. ქართული ფეხბურთი ყოველთვის გამოირჩეოდა თამაშის საკუთარი კომბინაციური, ტექნიკური და ტაქტიკური სტილით, მაღალი დინამიზმითა და იმპროვიზაციის უნარით.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997