ფა ფე ფი ფლ ფო ფრ
ფიგ ფიზ ფინ ფიფ ფიქ ფიც ფიჭ

ფიგურული სრიალი ციგურებით

სპორტის ერთ-ერთი ჰოპულარული სახეობა. ფ. სრიალის სამშობლოა ჰოლანდია. მაგრამ იმ სახელმწიფოებში, სადაც ფ. სრიალია კულტივირებული, ვითარდება ადგილობრივი ეროვნული ტრადიციების მიხედვით. შეჯიბრება ფ. ს. მოიცავს: ერთეულთა სრიალს (ქალები და კაცები. სავალდებულო, მოკლე ნებისმიერი და საკუთარ – ნებისმიერი პროგრამით) 2. წყვილთა სრიალს (კაცი, ქალი. მოკლე ნებისმიერი და საკუთარ – ნებისმიერი პროგრამით). 3. სპორტულ ცეკვებს (კაცი, ქალი. ორიგინალური და ნებისმიერი ცეკვების პროგრამით). ერთეულთა, წყვილთა სრიალი და სპორტული ცეკვები ტარდება მუსიკის თანხლებით სათანადო პროგრამისა და შეჯიბრების წესების თანახმად. სპორტსმენთა შეფასება განისახღვრება 6 ბალიანი სისტემით. შესრულების ტექნიკისა და შესრულების არტისტულობის გათვალისწინებით. 1892 წ. შეიქმნა მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირი. 1908 წ. ფ.ს. შეტანილ იქნა ო. თამაშების პროგრამაში (სპორტსმენები ასპარეხობდნენ ხელოვნურ ყინულხე), ზოლო 1924 წ-დან,იგი ზამთრის ო. თამაშების პროგრამაში შედის. 1891 წ-დან ტარდება ევროპის, ხოლო 1896 წ-დან მსოფლიო ჩემპიონატები.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9