ფა ფე ფი ფლ ფო ფრ
ფიგ ფიზ ფინ ფიფ ფიქ ფიც ფიჭ

ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი

  1. ფიზიკური აღხზრდისა და სპორტული წვრთნის პედაგოგიკური პროცესის ორგანიზაციის ძირითადი ფორმა.
  2. გაკვეთილი ტარდება სააწავლო გეგმის, სასწავლო პროგრამის, მეცადინეობის სტაბილური ცხრილისა და შესაბამისი სასწავლო მასალების საფუძველზე, მუდმივ კონტინგენტთან, პედაგოგის (მწვრთნელის) უშუალო ხელმძღვანელობით.
  3. მიზნებისა და შინაარსის მიხედვით ფ.ა.გ. შეიძლება დაიყოს შემდეგ ტიპებად: – საერთო ფიზიკური მომზადების – სამხედრო ფიზიკური მომზადების, – მეთოდიკური, – სასწავლო-სპორტული – საკონტროლო, – სპორტული თამაშების, მძლეოსნობის, – ტანვარჯიშის, – რიტმული ტანვარჯიშის, – ცურვის, – ჭიდაობის და სხვ.
  4. სტრუქტურის მიხედვით გ. იყოფა სამ ნაწილად: 1. ნაწილი - მოსამზადებელი, 2.ნაწილი – ძირითადი, 3. ნაწილი – დასკვნითი. ხანგრძლივობით გ. ერთი აკადემიური საათიდან (45 წთ.), 3-4 აკადემიურ საათამდე აღწევს. ყოველი გ. ღებულობს კონკრეტულ ფორმას განსაზღვრული შინაარსით. საორიენტაციოდ ერთსაათიანი გაკვეთილის პირველ ნაწილს ეთმობა 10-15 წთ-მდე, მეორე ნაწილს 25-30 წთ-მდე, მესამე ნაწილს 3-5 წთ-მდე. ძირითადად ყველაზე მეტი დრო ეთმობა გაკვეთილის მეორე ნაწილს. 5. განაწილების დახასიათება. – მოსამზადებელი ნაწილიმიხანი – მოვარჯიშეთა ყურადღების მობილიხება და თანმიმდევრობითი ჩართვა გაკვეთილის პროცესში, მამოძრავებელი აპარატის ყოველმხრივი მომზადება და ორგანიზმის ფუნქციების გაძლიერება. მოსამზადებელ ნაწილში გამოიყენება: სამწყობრო ვარჯიშების, სიარულის, სირბილის, მარტივი თამაშების, ყურადღების ვარჯიშების, ზოგადგანმავითარებელი და სპეციალური ვარჯიშების (უიარაღოდ და იარაღით: სახტუნებლებით, გურზებით, ბურთებით, ტანგარჯიშული ჯოხებით და სხვ.ნაირსახეობები ტემპის ვარირებით და ფიზიკური დატვირთვის რეგულირებით. მოსამზადებელ ნაწილში გამოიყენება აგრეთვე, სპორტის ცალკეულ სახეობათა ელემენტები. გაკვეთილის მოსამზადებელ ნაწილში საგანგებოდ შერჩეული ვარჯიშები უხრუნველყოფს გაკვეთილის ძირითადი მიზნების გადაჭრას. გაკვეთილის მეორე – ძირითადი ნაწილის მიხანია ფიხიკური აღხრდისა და სპორტის საპროგრამო საკითხების – რაციონალური ორგანიზაცია, რაც ითვალისწინებს მოძრაობითი ჩვევების უნარის, ფიზიკური თვისებების (ძალის, სისწრაფს, გამძლეობის, მოქნილობისა და სიმარდის), სპორტული ტექნიკისა და ტაქტიკის განვითარებას, ნებისყოფის გამომუშავებას, ჯანმრთელობის განმტკიცებას და სხვ. მიზანშეწონილია სპორტული წვრთნის გახანგრძლივებულ გაკვეთილზე მცირე შესვენებების გაკეთება, მოვარჯიშეთა შრომისუნარიანობის შენარჩუნებით. გაკვეთილის მესამე – დასკვნითი ნაწილის მიზანია ფიზიკური დატვირთვის თანდათანობით დაქვეითება თავისუფალი მოძრაობების მეშვეობით (საშუალო და ნელ ტემპში), მოვარჯიშეების მიერ დამოუკიდებლად დამამშვიდებელი ვარჯიშების შესრულება ზომიერი ინტენსივობით. დასკვნითი ნაწილი ითვალისწინებს ჰიგიენურ პროცედურებს: ბანაობას, შხაპს, მასაჟს და სხვ.
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9