მეთოდი ბერძნულის სიტყვაა და ნიშნავს სწავლების, კვლევის გზას. ზოგადი გაგებით მეთოდი ხერხებისა და საშუალებების სისტემას წარმოადგენს დასახული მიზნის მისაღწევად. სწავლების მეთოდის შერჩევა და გამოყენება ითვალისწინებს სწავლების მიზნებს. მომეცადინეთა ფიზიკურ მომზადებას და საერთო განვითარების დონეს, გარჯიშის სპეციფიკასა და სირთულეს. მატერიალურ საშუალებათა უზრუნველყოფას და პედაგოგის კვალიფიკაციას. ფ.ა. პროცესში გამოიყენება ძირითადად: სიტყიერი ახსნის მეთოდი. მას მიეკუთვნება თხრობა, საუბარი, ლექცია, განკარგულებებს,
ჩვენების მეთოდი ცოცხალ ჭვრეტას ფ. აღზრდის პროცესში თვალსაჩინო ადგილი უკავია. ახალ ვარჯიშზე წარმოდგენის შესაქმნელად გამოიყენება ჩვენების მეთოდი, რომელიც მოიცავს მოძრაობებისა და მოქმედებების დემონსტრირებასა და ილუსტრირებას (გამოიყენება სპეციალური კინოსურათები, სქემები. სურათები, ბუკლეტები და სხვ.).
მთლიანობის მეთოდი. ვარჯიშის შესწავლის მარტივი გზა. იგი გულისხმობს მოქმედების მთლიანად შესრულებას.
დანაწევრების მეთოდი. შესასწავლი მოძრაობის ცალკეულ ნაწილებად დაყოფა და შესწავლა. შესწავლის შემდეგ მათი შეერთება და მთლიანად შესრულება. რთული ვარჯიშებისათვის გამოიყენება დამხმარე ვარჯიშები, რომლებიც ხელს უწყობენ ძირითადი ვარჯიშის შესრულებას. გამეორება, ტექნიკის დახვეწასა და ფიზიკური თვისებების განვითარებაზე მოქმედებს. ყოველი გამეორება მიზნად ისახავს ვარჯიშის დაზუსტება - სრულყოფას.
შეჯიბრებითი მეთოდი – შესწავლილი ვარჯიშების შესრულება საშეჯიბრო ვითარების გათვალისწინებით. მეცადინეობის პროცესში შ. მეთოდის სისტემატური გამოყენება.
თამაშობითი მეთოდი. მისთვის დამახასიათებელ თავისებურებათა გამო ცვალებად პირობეშში მოძრაობითი საქმიანობის სრულყოფის კომპლექსური მეთოდია.
წრიული წვრთნის მეთოდი – ფიზიკურ ვარჯიშთა კომპლექსის თანამიმდევრობით შესრულება.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997