საბავშვო ბაღის (პირველად შეიქმნა 1837 წ. გერმანიაში ფ. ფრებელის მიერ. ასაკი (3-6 წლამდე) ორგანიზმის ფორმირებისა და ფუნქციების მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდად ითვლება. დაავადებებისადმი ბავშვის ორგანიზმს გააჩნია დაბალი წინააღმდეგობის უნარი, ამიტომ აუცილებელია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა, გამაგრება. -. ორგანიზმის ყოველმხრივი განვითარება და გაკაჟება მოძრაობათა დროული და მრავალმხრივი განვითარება და მოძრაობითი თვისებების გამომუშავება. სკოლამდელების ფიზიკურ აღზრდაში გათვალისწინებულია: ფიზიკური ვარჯიშები, პიგიენური და ბუნებრივი ფაქტორები, დღის რეჟიმი, ყურადღება უნდა გამახვილდეს ცხოვრებისათგის აუცილებელ ძირითად მოძრაობებზე, როგორიცაა: სიარული, სირბილი, ხტომები, ტყორცნები, ცოცვები, ცურვა, ტანის სწორი დაკავება და სხვ.
ფიზიკური აღხრდის ორგანიზაციის ფორმები საბავშვო ბაღის ჯგუფებში 1. ფიზიკური ვარჯიშები (ფიზიკური აღზრდის ძირითადი ფორმა). იგი სავალდებულოა პრაქტიკულად ყველა ჯანმრთელი ბავშვისათვის. მეცადინეობები ტარდება მთელი წლის მანძილსე, კვირაში ორჯერ 15-20 წთ-მდე. უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკალურ მეცადინეობაზეც ფართოდ გამოიყენება ფიზიკური ვარჯიშები, 2. დილის ტანვარჯიში 5-10 წთ-მდე. მას ჰიგიენურ-გამაჯანსაღებელი და აღმზრდელობითი მნიშენელობა აქვს. უმცროსი ჯგუფის ბავშვებისათვის განკუთვნილია თამაშობით-მიმბაძველობითი ხასიათის კომპლექსი (3-4 ვარჯიშისაგან) 5 წთ. ხანგრძლივობით. 3. ფიზკულტურული წუთი გამოიყენება ყველა ჯგუფებში სავალდებულო მეცადინეობებზე. 4. სპორტული გართობანი – გამოიყენება სპორტული არენა, ინვენტარი, საბავშვო ველოსიპედები, ბანაობა და სხვ. ბავშვებისათვის მთავარია გართობა, მოქმედების შედარებითი თავისუფლება, სხვადასხვა თამაშებში მონაწილეობა და სხვ. 5. მოძრავი თამაშები – თამაშს სკოლამდელი ბავშვის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. იგი ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. 6. გასეირნება და ექსკურსია (უფ. ჯგუფისათვის) წინასწარ დამუშავებული მარშრუტით. ტარდება ბავშვების თვალთახედვის გაფართოებისა და გამძლეობის გამომუშავების მისნით. 7. ბავშვთა ფიზიკური განვითარების დონის დასადგენად რეგულარულად ტარდება ანთროპომეტრული მონაცემების შემოწმება: წონის, სიმაღლის, თავისა და მკერდის გარშემოწერილობის, განსაკუთრებული ყურადღებით მოწმდება ხერხემალი.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997