ფა ფე ფი ფლ ფო ფრ
ფიგ ფიზ ფინ ფიფ ფიქ ფიც ფიჭ

ფიზიკური აღზრდა სკოლაში

  1. სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის შემადგენელი ნაწილი, რომლის ძირითად მიხანს შეადგენს უზრუნველყოს მოსწავლეთა ყოველმხრივი ფიზიკური მომზადება – განვითარება. სკოლის სასწავლო გეგმაში ფიზიკური ალხრდა წარმოადგენს სავალდებულო დამოუკიდებელ დისციპლინას. იგი დღეისათვის შემოიფარგლება მხოლოდ ორიააკადემიური საათით. სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ ფიზიკური აღზრდის ღონისძიებებს მიეკუთვნება: მეცადინეობის დაწყებამდე ტანგარჯიში, ფიზკულტურული წუთი, აქტიური დასვენების მიზნით შესვენებებზე (განსაკუთრებით დიდ შესვენებაზე) თამაშების ორგანიზაცია.
  2. ასპარეზობები სპორტის ცალკეულ სახეობებში (ჭადრაკი, შაში, ბადმინტონი, მაგიდის ჩოგბურთი, მოძრავი და სპორტული თამაშები, ცურვა, ჭიდაობა), კომპლექსური სპორტული ღონისძიებები, ტურისტული ლაშქრობები, ხალხური თამაშები, სპორტული ზეიმები და სხვ.
  3. სასწავლო წლის დასაწყისში სავალდებულოა მოსწავლეთა საექიმო შემოწმება კომპლექსური გამოკვლევის მეთოდით, რის შემდეგ ფიზიკური შრომისუნარიანობისა და ფიზიკური მომზადების მიხედვით წარმოებს გარკვეული ჯგუფების დადგენა, როგორიცაა: ძირითადი, მოსამზადებელი და სპეციალური სამედიცინო ჯგუფები. მოსწავლეთა ფიზიკურ აღზრდაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლის დირექტორს.
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9