ფ. ვარჯიშების ზეგავლენა მოვარჯიშის ორგანიზმზე. ფ. დატვირთვის გარეგანი მაჩვენებლებია: ვარჯიშის ხანგრძლივობა, აწეული ტვირთის წონა, ვარჯიშთა რაოდენობა და ა.შ. შინაგანი მაჩვენებლები კი განისახღვრება ორგანიზმში მომხდარი ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური ძვრების გაზომვით. ფ. დატვირთვას გააჩნია ორი მხარე: მოცულობა და ინტენსიურობა. მოცულობაში იგულისხმება ფიზიკურ ვარჯიშთა რაოდენობა, შესრულებაზე დახარჯული დრო, აწეული ტვირთის საერთო ჯამი, შესრულებული მუშაობის რაოდენობა და ა.შ. ინტენსივობაში იგულისხმება მუშაობის დაძაბულობა, ვარჯიშთა კონცენტრაცია დროის ერთეულში და მოქმედების სიმძლავრე. ფ. დატვირთვის მოცულობა და ინტენსივობა ურთიერთდაკავშირებულია და ერთმანეთს განაჰირობებენ. ფ. დატვირთვა იმ შემთხვევაშია ოპტიმალური, როდესაც დატვირთვასა და დასვენებას შორის არსებობს თანაფარდობა. ფ. დატვირთვაზე ორგანიზმის რეაქცია შეიძლება დავადგინოთ ვიზუალურად. მაგ., ფ. დატვირთვის პროცესში ნორმალურ დატვირთვას ახასიათებს სუნთქვის გაძლიერება და გაღრმავება, სახეზე სიწითლე, შუბლზე ოფლის გაჩენა და კარგკოორდინაცია. გადამეტებული ფ. დატვირთვა ხასიათდება ჰაერის უკმარისობით, სახის გაფითრებით, უხვი ოფლიანობით და კოორდინაციის დარღვევით. ფ. დატვირთვის რეგულირება ფიხიკური აღზრდის თეორიისა და პრაქტიკის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს და მოითხოვს თითოეული მწვრთნელ-პედაგოგისაგან რაციონალურ მიდგომას.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997