ფა ფე ფი ფლ ფო ფრ
ფიგ ფიზ ფინ ფიფ ფიქ ფიც ფიჭ

ფიზიკური ვარჯიში

  1. ფ. აღზრდის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება.
  2. საეციალური მიხანდასახული მოძრაობა-მოქმედება ადამიანის ფიზიკური აღზრდისათვის.
  3. ფ.ვ. დადებით ზეგავლენას ახდენს ძვალ-კუნთოვან და სუნთქვის სისტემაზე, სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლაზე. ორგანიზმის ფუნქციურ სრულყოფაზე. ფიზიკური ოვისებების განვითარებაზე, ჯანმრთელობის გაკაჟებაზე, უნარჩვევებისა და უნარის გამომუშავებახე, ადამიანის ინტელექტის. ნებისყოფის, აღქმისა და შემეცნების პოტენციურ შესაძლებლობათა გაფართოებაზე. იგი ორგანულად არის დაკავშირებული ადამიანის ფსიქიკასთან. ფ. ვარჯიშის ეფექტურობა დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელშიც იგი სრულდება.
  4. სტრუქტურული ნიშნის მიხედვით არჩევენ სამი სახის ვარჯიშს: ციკლურს, აციკლურს და შერეულ ვარჯიშებს, ხოლო ფიხიკური თვისებების განვითარების მიხედვით: ვარჯიშებს ძალაზე, სისწრაფეზე, გამძლეობახე, სიმარჯვესა და მოქნილობაზე. კუნთების მუშაობის ხასიათის მიხედვით – დინამიკურ და სტატიკურ დაძაბულობის ვარჯიშებად. მუშაობის ინტენსივობის მიხედვით – ზომიერ, დიდ, სუბმაქსიმალურ ინტენსივობის ჯგუფებად.
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9