ძალა, სისწრაფე, გამძლეობა, სიმარჯვე. მოქნილობა. ფ.თ. ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული. ვარჯიშის პროცესში სპორტსმენის წვრთნა წარიმართება რომელიმე ფიხიკურ თვისებაზე აქცენტირებით. ძალა – ადამიანის უნარი გადალახოს გარეშე წინააღმდეგობა ან იმოქმედოს მის საწინააღმდეგოდ კუნთების დაძაბვის საშუალებით. იგი ნებისმიერ მოძრაობაში ვლინდება და წარმოადგენს მოქმედების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს. სისწრაფე – მოძრაობის შესრულების უნარი. რისი განვითარების ძირითად პირობას მოქმედების მაქსიმალური სისწრაფით შესრულება წარმოადგენს. გამძლეობა – ადამიანის უნარი შეასრულოს გარკვეული სამუშაო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გამძლეობის საზომია ზღვრული დრო, რომლის მონაკვეთში ხორციელდება კონკრეტული ფორმისა და განსაზღვრული ინტენსიურობის კუნთური მოქმედება. სიმარჯვე – მოძრაობის სწრაფად დაუფლების უნარი ან მოძრაობითი ამოცანების სწრაფად და ყველაზე უფრო სრულყოფილად გადაწყვეტის შესაძლებლობა. ნებისმიერი ვარჯიშის შესრულებას სიმარჯვე უნდა ახასიათებდეს. მოქნილობა – მოძრაობის დროს მაქსიმალური ამპლიტუდის გამოყენება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოძრაობის დაუბრკოლებლად შესრულება. მოქნილობის ოდენობა უნდა აღემატებოდეს იმ მაქსიმალურ ამპლიტუდას. რომლითაც სრულდება ვარჯიში. როგორც ძალის, ისე სისწრაფის, გამძლეობის, სიმარჯვისა და მოქნილობის განვითარებისათვის გამოიყენება სპეციალური ვარჯიშები, ტექნიკური საშუალებები და შესაბამისი მეთოდები.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997