ფეხბურთის საერთაშორისო ფედერკაცია. შეიქმნა 1904 წ: პარისში: 6 ქვეყნის (ბელგია, ჰოლანდია, დანია, საფრანგეთი, შვეცია, შვეიცარია) წარმომადგენელთა დამფუძნებელ კონგრესზე, 7 დელეგატის თანდასწრებით მიღებულ იქნა ფიფას წესდება. 1906 წ. ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია გახდა ფიფას წევრი. ამის შემდეგ მრავალმა ქვეყანამ ისურვა ფიფას წევრობა. დღეისათვის ფიფას წევრად ითვლება მსოფლიოს I 60 ქვეყნამდე. ფიფას კონგრესის მოწვევა წარმოებს 2 წელიწადში ერთხელ. შუალედებში მოღვაწეობს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტი, რომლის სხდომებიც ტარდება წელიწალში არანაკლებ ერთისა. ფიფას პრეზიდენტის არჩევა წარმოებს კონგრესზე. ფიფას მუდმივი ადგილსამყოფელია ციურიხი (შვეიცარია).
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997