ფა ფე ფი ფლ ფო ფრ
ფრა ფრე

ფრანგული ტანვარჯიშული სისტემა

ფუძემდებელი ფრანცისკო ამოროსი (1770-1848). სისტემის ძირითადი დებულება ითვალისწინებდა პიროვნების მომზადებას ბრძოლისათვის. ამიტომაა, რომ ფ. ამოროსის ტ.ს. შეიცავს სამხედრო – გამოყენებითი ხასიათის გარჯიშების 17 ჯგუფს: სიარულს, რბენას, ხტომას, ცოცვას, ჭიდაობას, სროლას, ფარიკაობას, წინაღობათა დაძლევას (ტვირთითა და უტვირთოდ), ცურვას (ტანსაცმელში და თოფით), მიზანში სროლასა და სხვ. ფ. ამოროსის მიმდევრებმა ფრანგულ ტანვარჯიშულ სისტემას „ბუნებრივ - გამოყენებითი ტანვარჯიში“ უწოდეს.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9