ფა ფე ფი ფლ ფო ფრ
ფრა ფრე

ფრენბურთი

  1. გუნდური სპორტული თამაში ბურთით (წონა 250-300 გ. გარშემოწერილობა 65-68 სმ.). თამაშობენ ღია ცის ქვეშ და დახურულ შენობაში, ორი 6-6 კაცისაგან შემდგარი გუნდით. სათამაშო მოედნის სიგრძეა 18 მ. სიგანე-: 9 მ., რომელიც გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად (9 X 9) სპეციალურ ლითონის დგარებზე გაჭიმული ბადით (სიგანე 1 მ.). ბადის სიმაღლეა იატაკიდან – მამაკაცებისათვის – 2,43 მ. ქალებისათგის – 2,24 მ. თითოეული გუნდის მიხანს ბურთის უკუგდება და მეტოქის ნახევარზე დამიწება წარმოადგენს. ფ. გამოირჩევა თამაშის უნიკალურობით, სილამაზით, განსაკუთრებული ემოციურობით, რაც დაკავშირებულია ბურთის მიწოდება-მიღებასთან, გათამაშება-უკუგდებასთან, ელვისებურ დარტყმებთან და - ბლოკირებასთან, სათანადო ტექნიკისა და ტაქტიკის გამოყენებით.
  2. ფ. წარმოიშვა 1895 წ. (აშშ). 1947 წ. შეიქმნა ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია. 1949 წ-დან ტარდება მსოფლიო პირველობა, 1948 წ-დან ევროპის პირველობა. 1964 წ-დან ფ. ოლიმპიურ სახეობად ითვლება.
  3. საქართველოში ფრენბურთმა გავრცელება პოვა 1926-1927 წ-დან. საქართველოში ფრენბურთის სპორტის პირველი ოსტატები იყვნენ კოტე ლომინაძე და გიორგი ახვლედიანი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მსოფლიოში ცნობილი ფრენბურთელი ვაჟა კაჭარავა.
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9