ქა ქი ქნ ქუ
ქამ ქარ

ქართული ჭიდაობა

  1. თაობათა ფიზიკური აღხრდისა და სამხედრო მომზადების ერთ-ერთი უძველესი საშუალება. გამოირჩევა ფანდების ორიგანალურობითა და მრავალფეროვნებით. ქართველმა ხალხმა პატივისცემის ნიშნად მეხსიერებაში შემოინახა დიდ ფალავანთა სახელები: დავით ხიხამბარელი, კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, კოსტა მაისურაძე, მიშიკო მაჩაბელი, მაშ ვერელი. ივანე აბულაძე, ილიკო ქურხული, სანდრო კანდელაკი და სხვ. ჭიდაობის მსოფლიო სარბიელზე ქართველ ფალავანთა წარმატებებს ხელს უწყობდა მშობლიური ჭიდაობის გამოცდილება.
  2. ცნობილია, რომ მსოფლიოს მრავალი სპეციალისტი წარმატებით იყენებს ქართული ჭიდაობის ისეთ ფანდებს, როგორიცაა: კისრული, მოგვერდი, სარმები, შუაკაური და სხვ., მაგრამ ფანდების ქართული ტერმინები მხოლოდ თარგმანის სახით გვხვდება.
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9